ნოდარ ხადური: სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირებაზე გარკვეულ სურათს მომავალი წლის დასაწყისში წარმოადგენს
უწყება მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებაზე გარკვეულ სურათს მომავალი წლის დასაწყისში წარმოადგენს, განცხადება ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.
"უკვე ორშაბათს უნდა გვქონდეს ინფორმაცია სამინისტროებისა და იმ სსიპ-ების მიხედვით, რომლებიც სამინისტროების კონტროლის ქვეშ არ არიან. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ამ მასალების დამუშავებას. ფინანსთა სამინისტროს გარკვეული მონახაზი უკვე აქვს, მაგრამ ჩვენი კოლეგებისგან მოწოდებულ ინფორმაციას მაინც დაველოდებით და ალბათ, მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ უკვე გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ", - განაცხადა ხადურმა.