კახი კალაძე: "აფხაზურ მხარესთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს"

კახი კალაძე: "აფხაზურ მხარესთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს"

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები - მარიამ ვალიშვილი და ილია ელოშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე "ვარდნილის" არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდნენ.

 

კახი კალაძის თქმით, შეხვედრა 6 მარტს გაიმართა. მისივე თქმით, მხარეებს ენერგეტიკის მიმართულებით კარგი თანამშრომლობა აქვთ. 

 

"2016 წლისთვის ვგეგმავთ რეაბილიტაციას. მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და ამისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის რამდენიმე თვით გაჩერება," - განაცხადა კახი კალაძემ. 

 

შეხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ გაავრცელა, რომლის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელმაც კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, "ენგურჰესის" რეაბილიტაციის საკითხი იყო განხილული. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები "ენგურჰესის" აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მონაკვეთზე გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: