30 მწვავე შეკითხვა და ბედნიერი სახელმწიფოს მინისტრები
მას შემდეგ რაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა დეპუტატებს კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად სამოქმედო გეგმა გადასცეს, შეხვედრა პარლამენტში მინისტრებსა და დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კომიტეტზე სულ 30 შეკითხვა დაისვა და მინისტრებმაც ყველა მათგანს, მეტ-ნაკლებად ამომწურავად უპასუხეს.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფინანსთა მინისტრის განცხადება გახდა სადაც ნოდარ ხადურმა, აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის.
"ვინაიდან კრიზისი არ არის გეგმა კრიზისიდან გამოსასვლელი არ გვჭირდება,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ეს განცხადება ფიანსთა მინისტრმა კომიტეტის სხდომის დაწყებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ გააკეთა. მაშინ როდესაც ეკონომიკური გუნდის მინიტრები დეპუტატბმა პარლამენტსი სწორედ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე და გეგმებზე სასაუბროდ მიიწვიეს. კითხვებიც შესაბამსად სწორედ ამ კუთხით დაისვა.
მორიგი დასამახსოვრებელი ფაქტიც ფინანსთა მინისტრს უკავშირდება. ნოდარ ხადურის ანგარიშის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა ფინანსთა მინისტრთან დაკავშირებით აღნიშნა, " ბატონ ნოდარ ხადურს ვულოცავ, როგორც ჩანს ის არის ბედნიერი სახელმწიფოს ფინანსთა მინსიტრი."
კუბლაშვილის განცხადებას ფინანსთა მინისტრმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ის არ არის ბედნიერი ქვეყნის მინისტრი.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე აღმოჩნდა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული 36 პუნტიანი გეგმას ეკონომიკის მინისტრი საერთოდ არ იცნობს ფინანსთა მინისტრისთვის კი კატეგორიულად მიუღებელია. დოკუმენტს არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იცნობენ.
კითხვებზე პასუხი დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.