რატომ არის დავით საყვარელიძე ხელფასით უკმაყოფილო?
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე-დავით საყვარელიძე ხელფასით უკმაყოფილოა- ამის შესახებ მან ინტერვიუში გამოცემა- "უკრაინის სიახლეებს" განუცხადა. საყვარელიძეს ამჟამინდელი ხელფასი 7 ათას გრივნას შეადგენს და მას სურს, რომ პროკურორებს, რომლებიც დაბალ დონეზე მუშაობენ, მაგრამ ყველაზე მეტი საქმე აქვთ ადექვატური ხელფასები უნდა ჰქონდეთ. საყვარელიძე თვლის რომ რიგითი პროკურორის ხელფასი 1000 ამერიკული დოლარი უნდა იყოს. რაც შეეხება თავად მის შემოსავალს, საყვარელიძე ღმერთს მადლობას სწირავს, რომ დანაზოგი აქვს. "მადლობა ღმერთს რაღაც დანაზოგები დამრჩა. საქართველოში ჩემი ხელფასი მაღალი იყო - თვეში 5 ათას დოლარს აღწევდა, პარლამენტში კი სადღაც 2500 დოლარს. ამ ხელფასით კი უკმაყოფილო ვარ"- აცხადებს საყვარელიძე.
წყარო: „პირველი რადიო“