პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ისევ ჩაიშალა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ისევ ჩაიშალა

უკვე მეორედ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ამჯერად სხდომა პრეზიდენტმა ოპოზიციის თხოვნით მოიწვია. 

 

სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები მივიდნენ, მათთან ერთად დარბაზში იმყოფებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი, ვიცესპიკერი, მურმან დუმბაძე. 

 

პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლები არ მივიდნენ.

 

დღევანდელ სხდომაზე დასწრებაზე ასევე უარი განაცხადეს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმაც. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: