რაში ხარჯავს ბიძინა ივანიშვილი 100 მილიონ დოლარს?
რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა, რომ სულ მალე "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიან მმართველობაზე სერიალის გადაღებას დააფინანსებს. ფილმს "9+1" ერქმევა და მისი რეჟისორი გოგა ხაინდრავა იქნება. ფილმისთვის მსახიობების შერჩევა უკვე დაწყებულია.
ამბები.გე-სთვის ცნობილი გახდა, რომ სერიალის შემქმნელები მოლაპარაკებებს ჰოლივუდთან აწარმოებენ. სანდო წყაროს ცნობით, გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ფილმში ბიძინა ივანიშვილის როლი ენტონი ჰოპკინსმა, მიხეილ სააკაშვილის როლი კი ჯიმ ქერიმ განასახიეროს, თუმცა ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა არ ადასტურებს. ამასთან, Aმბები.გე-თვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სერიალის ბიუჯეტი დაახლოებით,
100 მილიონი იქნება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად გოგა ხაინდრავას დავუკავშირდით.
- ბატონო გოგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები...
- მე არანაირი მოლაპარაკებები არ მაქვს ჰოლივუდთან და სხვა თუ ლაპარაკობს, არ ვიცი. ყველა ლაპარაკობს ამ ფილმზე ჩემს გარდა. არ არის გამორიცხული ჰოლივუდთან მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა სხვა სამუშაოები მიდის, სცენარებზე ვმუშაობთ.
წყარო: AMBEBI.GE