როგორ აპირებს თარგამაძე მთავრობის გადაყენებას?

როგორ აპირებს თარგამაძე მთავრობის გადაყენებას?

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი მოქმედი მთავრობის გადადგომა და ახალი, "ტექნიკური" კაბინეტის დანიშვნაა, რომელიც ანტიკრიზისულ ზომებს გაატარებს და მომავალი არჩევნებისთვის პირობებს მოამზადებს. ამის შესახებ გივი თარგამაძემ ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში განაცხადა.

 

კითხვას, რა აზრი აქვს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას , თუ ქვეყანას ფორმალური ძალაუფლების არმქონე პიროვნება მართავს, თარგამაძემ უპასუხა, რომ 21 მარტის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა "უნდა დაინახოს, რომ მისი ლიმიტი ამოწურულია". "ის არ არის ძალიან მამაცი ადამიანი... მან უნდა დაინახოს ეს გაბრაზებული ხალხი, და დაინახავს აუცილებლად", - აღნიშნა თარგამაძემ.

 

მისი თქმით, "ფორმალურად გადაწყვეტილებებს იღებენ დეპუტატები. ამ დეპუტატებმაც უნდა შეაფასონ, მათთვის პრიორიტეტი რა არის - კიდევ ერთი ბოლო კაპიკი, რასაც ბიძინასგან მიიღებენ, თუ საზოგადოება, რომელიც მათ განცხრომაში ყოფნას უცებ მოუღებს ბოლოს".

 

"ჩვენ დავიწყებთ მთავრობის გადაყენებას და ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ, ყველა მეთოდით, მათ შორის მიტინგებით, საპარლამენტო ბრძოლით და ა. შ.", -აღნიშნა დეპუტატმა.

 

მისი თქმით, ამისთვის ძალიან დიდი დრო არ იქნება საჭირო. "დაინიშნება თუნდაც ტექნიკური მთავრობა, რომელიც პირველ როგში განახორციელებს ანტიკრიზისულ ნაბიჯებს და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. საბოლოო ჯამში მომავალ არჩევნებზე ეს ძალა მიიღებს თავის განაჩენს და დმარცხდება", - განაცხადა დეპუტატმა.

წყარო: tabula.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: