ზურაბ ტყემალაძე: ვისაც უნდა შემომედავოს!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემელაძე "ქრონიკასთან" გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე მასსა და გიორგი ქადაგიძეს შორის დაპირისპირებას იხსენებს.
"ქადაგიძეს გავახსენე თუ როგორ ხდებოდა მისი წინა მორბედის პერიოდში ზოგერთი ბანკის წართმევა, ჩამორთმევა და გაკოტრება. თავად ქადაგიძეს ვუთხარი, რომ იგი, იმ პერიოდში ზედამხედველობას ეწედა და იყო ადმინისტრატორი ერთ-ერთ ბანკში.
რა თქმა უნდა ამ თემას ვერ განვავრცობ, რადგან დანაშაულს შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ. ვიმედოვნებ ჭეშმარიტება დადგინდება!
ვისაც უნდა, რაზეც უნდა, შემომედავოს! რა თქა უნდა მე ვალდებული ვარ გავცე ყველა მხარეს პასუხი. ავღნიშნე ფაქტი, რომ იმ პერიოდში ბანკების მიმართ ზეწოლები ხდებოდა. ეს იყო ბატონი რომან გოცირიძე."- განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ.