მანანა კობახიძე:"ნაციონალური მოძრობა" უფლებებს ბოროტად იყენებს!
პარლამენტს ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, სასესიო კვირაზე რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა სრულიად არასერიოზულია.
"არავითარ ბოიკოტზე არ შეიძლება იყოს საუბარი, პრეზიდენტისთვის ბოიკოტი არავის გამოუცხადებია.
არსებობს ასეთი ცნება- უფლების ბოროტად გამოყენება. ყოველ კვირას, "ნაციონალური მოძრობის" მხრიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას სწორედ ამას დავარქმევდი. რადგან კანონში წერია, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ კვირას რიგგარეშე სხდომა მოიწვიო."- განაცხადა კობახიძემ.