ოთარ კახიძე: ადეიშვილისა და სააკაშვილის ექსტრადირება მეოთხედ უნდათ მოითხოვონ

ოთარ კახიძე: ადეიშვილისა და სააკაშვილის ექსტრადირება მეოთხედ უნდათ მოითხოვონ

"ალბათ, მეოთხედ უნდათ, მოითხოვონ ადეიშვილისა და სააკაშვილის ექსტრადირება" - ამის შესახებ  ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში მას  ბრალდების ახალი დადგენილებები გადაეცა.

"არცერთი ახალი მტკიცებულება  არ გადმოუციათ, და არცერთი მუხლი არ შეცვლილა, რომელიც დადგენილებაში ეწერა. 

აბსურდული ბრალია და დარჩა ასეთად. ალბათ, მეოთხედ უნდათ, მოითხოვონ ადეიშვილისა და სააკაშვილის ექსტრადირება. ალბათ, ეს მიზანი აქვთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის, არც სააკაშვილისთვის, არც ადეიშვილისთვის, ეს არაფერს  ცვლის. ცივილიზებული სამყარო პროკურატურის ბრალდებებს სერიოზულად არ მიიჩნევს",-განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: