ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში
სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, ”ქართული ოცნების” აქტივისტები და მომხრეები ”ნაციონალური მოძრაობის” 21 მარტის აქციის გასაპროტესტებლად მშვიდობიანი მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ. მოგვიანებით მათ ”თავისუფალი ზონის” ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციითვე, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი და აკაკი მინაშვილი იმყოფებოდნენ. სწორედ აქ მოხდა სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის, რომლის დროსაც ჩაიმსხვრა ოფისის მინები და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაპირისპირებულებმა გამოიყენეს ხელკეტები და ქვები.