კიბერუსაფრთხოების საკითხებს კონფერენცია მიეძღვნება
დღეს "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების V საიუბილეო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის მთავარი თემაა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგოების მოგვარება. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი გახსნის.
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.
კონფერენციის კულმინაცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიით 17 ნოემბერს დასრულდება.