ირინე იმერლიშვილი: სამართალდამცავი ორგანოები ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს სწრაფად გამოიძიებენ!

ირინე იმერლიშვილი: სამართალდამცავი ორგანოები ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს  სწრაფად გამოიძიებენ!

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად გამოიძიებენ ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას. 

"ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით პარტია "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უსწრაფესად იქნეს გამოძიებული ეს ინციდენტი. მეც შევუერთდები ამ მიმართვას. როდესაც მე ვიყავი პარტიის ხელმძღვანელი, გახსოვთ, დაახლოებით ასეთი ინციდენტის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, გარიცხული იქნენ პარტიის რიგებიდან. მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს სწრაფად გამოიძიებენ და შემდეგ პოლიტსაბჭო და სამდივნო იმსჯელებს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, თუ ისინი არიან პარტიის წევრები", - აღნიშნა იმერლიშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: