მიხეილ მაჭავარიანი: პროცედურული დემოკრატიის მამამაც გადაწყვიტა, რომ არავისთვის სიტყვა არ მიეცა

მიხეილ მაჭავარიანი: პროცედურული დემოკრატიის მამამაც გადაწყვიტა, რომ არავისთვის სიტყვა არ მიეცა

საპარლამენტო უმირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების ფორმატზე ისაუბრა.


"იმ დროიდანაც კი, როცა შევარდნაძე მოდიოდა პარლამენტში, შეიძლება არ სიამოვნებდა ოპოზიციის მოსმენა, მაგრამ ეს ადამიანი ემორჩილებოდა წესებს და აქ, მე ვფიქრობ, რომ შევარდნაძესაც გაასწრებენ. ერთხელ ხომ მოვიდა პრეზიდენტი და არც მან მოინდომა და  პროცედურული დემოკრატიის მამამაც გადაწყვიტა, რომ არავისთვის სიტყვა არ მიეცა. ალბათ ამ გზას დაადგებიან. საინტერესო მდგომარეობაშია პრეზიდენტი, ჭრელო პეპელასავით არის".-განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მიმდინარე კვირაში იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: