რატომ აყენებს ეჭვქვეშ გოგლა ჟვანია სასამართლო გადაწყვეტილებას?

რატომ აყენებს ეჭვქვეშ გოგლა ჟვანია სასამართლო გადაწყვეტილებას?

ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია სასამართოს გადაწყვეტილების ობიექტურობას ექსპერტ ლევან ჩაჩუას გამართლების შესახებ ეჭვქვეშ აყენებს.
მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიიღო სასამართლომ მტკიცებულებად ვიდეოფირი, რომელიც, ჟვანიას თქმით, ასახავს ექსპერტიზის პროცესს და გადაღებულია შსს-ს მიერ.
"სრულიად კანონიერად არის ეს მტკიცებულება მოპოვებული. ეჭვებს ბადებს, რომ სასამართლო არ იყო ობიექტური. მოვიკითხავ პროკურატურაში, თუ 30 წუთი იყო წარდგენილი, რატომ იყო ეს ასე," - განაცხადა გოგლა ჟვანიამ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: