ირმა ინაშვილი: ნაცისტებო, არ იქნება თქვენი დანდობა!
"კარგად ყოფილა ჩვენი ერის საქმე... მაგრამ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ეტყობა... ზოგიერთს ფრაგმენტები დაავიწყდა..." - ამის შესახებ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისი აზრით, საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს.
"კარგად ყოფილა ჩვენი ერის საქმე... მაგრამ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ეტყობა... ზოგიერთს ფრაგმენტები დაავიწყდა... ზოგს არც შეხებია... ზოგი შორს იყო საქართველოდან... ზოგს დღესაც ინერციით ეშინია... ზოგი გვარწმუნებს - წარსული დაივიწყეთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყეთო... ეჰ, რამდენი "პროფესორია" გარშემო, წმინდა მამებს რომ უსწრებს მიტევებაში და ვერც გაუგია, მიტევებას ვინ იმსახურებს და ვინ - არა... 2 წლის წინ რომ დასჯილიყვნენ, დღეს ასეთ "გორლაზე" ვეღარ იქნებოდნენ, მაგრამ... ჩემი პასუხი ასეთია: ნაცისტებო, არ იქნება თქვენი დანდობა. არც არაფერი დამვიწყებია და არც ვაპირებ დავიწყებას. "ოცნებას" უმადლოდეთ, თორემ თქვენი ბუმბულიც აღარ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში და მალე ასეც მოხდება... ასე რომ, მოემზადეთ", - წერს ინაშვილი.