ლევან ღირსიაშვილი: ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნება

ლევან ღირსიაშვილი: ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნება

ნატო-საქართველოს ერთობილივი საწვრთნელი ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნება, განცხადება ამის შესახებ  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა ისაუბრა. 

 


როგორც ღირსიაშვილმა განაცხადა, ცენტრის გახსნა საფრთხის შემცველი არ არის, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა.

"მედიაში და ექსპერტების მხრიდანაც არის მოსაზრებები, რომ ეს ცენტრი შესაძლოა, ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ამასთან დაკავშირებით განვაცხადებ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა, ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა თავდაცვის სამინისტროში, ნატო-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: