სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განათლების სამინისტროს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშულებს.

 

დიმიტრი მეჭურჭლიშვილის განცხადებით, მან კონკურსი წარმატებით გაიარა. თუმცა ის სამინისტრომ დაბლოკა და სამეურვეო საბჭოს კანდიდატად არ წარადგინა.

 

დღეს საქალაქო სასამართლომ 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის სარჩელის განხილვა დაიწყო. დიმიტრი მეჭურჭლიშვილი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს.

 

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართა 116-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების ნაწილმა. მათი თქმით, დირექტორი კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს იურისტის თქმით, ზეწოლა არ ყოფილა, გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და ის სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: