ჯაბა სამუშიას ტრაგედია, რომელიც ჟურნალისტებმა ქილიკის საგნად აქციეს

ჯაბა სამუშიას ტრაგედია, რომელიც ჟურნალისტებმა ქილიკის საგნად აქციეს

საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მისი ოჯახის ტრაგედია ჟურნალისტებმა ხუმრობის საგნად აქციეს.

"ეს არის ბოლო ჩემი სტატუსი ამ თემაზე. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა მითხრა - იმ გადაცემაში რამ დაგაბნია, შვილების რაოდენობა როგორ შეგეშალაო. ისე კარგად გამოიყენეს ეს დამკვეთებმაო. ეს ჩემი ოჯახის ტრაგედია ამ უნამუსო ჟურნალისტებმა სახუმაროდ აქციეს. მე ხშირად წამომცდენია ოთხი შვილი მყავსო, იმიტომ რომ მართლა ესეა, ოღონდ ერთი გარდაცვლილია. არ მინდოდა ამაზე წერა, მაგრამ იმდენმა მითხრა ეს დეტალი იძულებული ვარ ჩემი ოჯახის ეს ტკივილი გამეხსენებინა. ის რაც ჩემთვის ტრაგედიაა, ნაძირალა დამკვეთებისთვის სტატისტიკა აღმოჩდა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამიტომაა ჩემი თორნიკე და დათა უწმინდესის ნათლულები რომ არიან. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ ჩემო მეგობრებო. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა", - განაცხადა სამუშიამ.

 

წყარო:acn.ge 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: