ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს, განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცახადა.
მისივე თქმით, აქციის მშვიდობიანად ჩასატარებლად ყველა ზომა იქნება მიღებული.
"კონტრაქცია ამ აქციასთან არანაირად არ იქნება შეხებაში. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა მოხდება. ხვალ დამატებით გაკეთდება განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქუჩები გადაიკეტება და სად იქნება შეფერხებები, ასევე სად შეეძლებათ ავტომანქანების გაჩერება მათ, ვინც რეგიონებიდან ჩამოვლენ", - განაცხადა გომელაურმა.