თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება უნდა აიღოს

თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება უნდა აიღოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადგილზე არ არის არანაირი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, მნიშვნელოვანია, რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება აიღოს.

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის გუშინ გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმება იყო.

"განვიხილეთ ის საფრთხეები, რასაც ე.წ. ხელშეკრულების ამოქმედება უქმნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ და სხვა ქმედებებს. ასევე, აღვნიშნეთ, რომ ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ასევე უფრო მკაფიოდ წამოწევა ამ საკითხის და საერთაშორისო ფორმატებზე", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე გუშინდელი დღიდან გაკეთდა წინმსწრები მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს პარტნიორების მხრიდან და საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

"ეს არანაირად არ უწყობს ხელს საერთაშორისო თანამეგობრობის და კონკრეტულად საქართველოს მცდელობას, იმუშაოს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების განვითარებისთვის. ამასთან, არის კმაფიო მოწოდება რუსეთისთვის, რომ დაემორჩილონ საერთაშორისო ნორმებსა და წესებს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Perfectly voiced truly. ! casino en ligne Thank you! Lots of content. casino en ligne France You have made your position extremely clearly!! meilleur casino en ligne Information nicely utilized.. casino en ligne francais Appreciate it, Ample content! casino en ligne francais Kudos! Numerous content. meilleur casino en ligne You said that very well. casino en ligne France Fine data, Thanks a lot. meilleur casino en ligne Kudos, Loads of facts. casino en ligne France Kudos, Helpful information. meilleur casino en ligne

Facebook კომენტარები: