სქემა, რომლითაც ანზორ ქოქოლაძეს „ელიტელექტრონიქსი“ წაართვეს

სქემა, რომლითაც ანზორ ქოქოლაძეს „ელიტელექტრონიქსი“ წაართვეს

„იმის გამო, რომ „თი ბი სი“  ბანკი ხელისუფლებასთან თანმშრომლობდა , მათ ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს ერთობლივად წაართვეს კომპანია „ელიტელექტრონიქსი“. ქოქოლაძე ჩამოაშორეს მენეჯმენტსა და კომპანიას“.


ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომელსაც  „ელიტელექტონიქსის“ დაარსებიდან მის წართმევამდე ყველა ფაქტი ქრონოლოგიურად აქვს აღნუსხული. დღეს მჟავანაძემ აღნიშნული კომპანიის ანზორ ქოქოლაძისთვის წართმევასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ  „ელიტელექტონიქსის“  დამფუძნებელი  იმიტომ მოხვდა  ხელისუფლების შავ  სიაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი და სააკაშვილის ბიზნესმენი  არ იყო.


მჟავანაძის თქმით, „ელიტელექტონიქსის“ შემაჯამებელ ანგარიშზე მუშაობისას  აშკარად გამოიკვეთა „თი ბი სი“ ბანკის და მასთან გარიგებაში მყოფი იმ დროს შემოსავლების სამსახურის უფროსის დავით კეზერაშვილის, ქალაქის მერის გიგი უგულავასა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის დანაშაულებები, რომელთა მეშვეობითაც მოხდა ანზორ ქიქოლაძისთვის საკუთარი კომპანიის ჩამორთმევა და შემდგომ მისი და მისი თანამშრომლების დაპატიმრება.


„ელიტელექტრონიქსის“ მიმართ განხორციელდა შეტევა, შევიდა საგადასახადო, დააკისრეს უსაფუძვლო ჯარიმები, ამის შედეგად ანზორ ქოქოლაძემ „თი ბი სი“ ბანკიდან  სესხი 14 მილიონი ლარი აიღო. იმის გამო, რომ ბანკი ხელისუფლებასთან თანმშრომლობდა , მათ ერთობლივად წაართვეს კომპანია ქოქოლაძეს, შედეგად ქოქოლაძე ჩამოაშორეს მენეჯმენტს და კომპანიას“,-განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: