ჯონდი ბაღათურია: თარგამაძის ნდობის ჯგუფში ყოფნა არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე
"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გივი თარგამაძის ნდობის ჯგუფში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, გადაიხედოს.
"მაინტერესებს გივი თარგამაძე რა დამსახურების გამო იყო ნდობის ჯგუფის წევრი ?ამ ჯგუფის წევრებს ხელი მიუწვდებათ სახელმწიფო საიდუმლოებასთან, ამიტომ თარგამაძის ამ ჯგუფში ყოფნა არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე და ამაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ ვინც ხმა მისცა მისი ამ ჯგუფში გაწევრიანებას ... ასე არ არის?"- აცხადებს ბაღათურია.