თამარ ჩერგოლეიშვილი: „არჩევნებამდე სხვა მთავრობა მიგვიყვანს“
"ტაბულის" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 21 მარტის აქციას ეხმიანება.
"19 აპრილის მიტინგის წინ ერთმა წარჩინებულმა ქოცმა თქვა, მარტო ჰომოსექსუალები და სომხები მიდიან ენმ-ის მიტინგზეო და გამოვცხადდი მეც - როგორც სომეხი ჰომოსექსუალი.
21 მარტის მიტინგის წინ, ბატონმა ბიძინმა განაცხადა, რომ მოძალადეები იკრიბებიან. წავალ მეც - როგორც მოძალადე.
რას ვაპროტესტებ? გაჩერებულ ქვეყანას რომელიც ველოსიპედივითაა, თუ წინ არ მიდიხარ - ძირს ეცემი.
მთავრობა პედალს ვერ აგნებს - მთავრობა უნდა გადადგეს.
ასეც მოხდება - ჩვენი პროტესტი, რომელიც დღეს დაიწყება, მთავრობის გადადგომით დასრულდება, არჩევნებამდე სხვა მთავრობა მიგვიყვანს."
წყარო: გურიანიუსი