აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ვარდების მოედნიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მსვლელობას წინ პარტიის ლიდერები მიუძღვებიან. მათ ხელში ბანერი წარწერით – "გადადგეს უნიათო მთავრობა" უკავიათ.
აქციის მონაწილეები მსვლელობისას შეძახილებით მიემართებიან "გადადექი". აქციის მონაწილეები მოსულები არიან ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით.
21 მარტის აქციის მონაწილეებისა და პარტიის ლიდერების თქმით, ისინი მთავრობის უმოქომედობას აპროტესტებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.