ეკა ბესელია: "ნაციონალურ მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლის შანსი მხოლოდ ილუზიაა!

ეკა ბესელია:  "ნაციონალურ მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლის შანსი მხოლოდ ილუზიაა!

 "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენების საკითხის რეალიზებას ვერ შეძლებს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიამ განაცხადა.


"ვერ შეძლებს "ნაციონალური მოძრაობა" ვერც მთავრობის იმპიჩმენტის საკითხის რეალიზებას, ვერც დაბრუნებას ხელისუფლებაში და რაც არ უნდა აქციები აანონსონ და თავიანთი გეგმები გვამცნონ, ესენი არიან უკვე წარსულში.

რიგგარეშე არჩევნების ყველაზე მეტად "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ეშინოდეს, იმიტომ, რომ მათი შანსები პარლამენტში შემოსვლის არის უკვე მხოლოდ და მხოლოდ ილუზია",-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობა"  პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად მომავალი კვირიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: