რატომ არ აკრძალავენ "ნაციონალურ მოძრაობას"

რატომ არ აკრძალავენ "ნაციონალურ მოძრაობას"

გაეროს მიერ დაუნიზმის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულმა 21-მა მარტმაც ჩაიარა – მშვიდად, ზედმეტი ექსცესების გარეშე. "ნაცმოძრაობამ" ვერ შეძლო ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზება, მით უმეტეს, თბილისელების, ამიტომაც "პერმანენტული აქციები" დააანონსა რეგიონებში, "კორუფციასთან საბრძოლველად".

 

   მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ამ ფონზე კომიკურად გამოჩნდა. თუკი მთავრობა მართლაც გადადგება, არავითარ შემთხვევაში "ნაციონალების" მოთხოვნის გამო. მეორეს მხრივ, "ნაცმოძრაობა" ინარჩუნებს დიდი ოდენობით ფინანსებს, მასმედიის მნიშვნელოვან ნაწილზე გავლენას, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსსა და "პროდასავლური ძალების" ლიდერობას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ამ ეტაპზე "ნაცმოძრაობის" ინტერესებში რეალურად არ შედის, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არც ისე დაბალია, რომ მის მიერ ხელდასმული მთავრობის დამარცხება ადვილად შეიძლებოდეს. სამაგიეროდ, "ნაცმოძრაობის" სადეპუტატო ადგილების რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს და პარლამენტში ე. წ. "პრორუსული პარტიების" წარმომადგენლებიც ვიხილოთ.

 

   მაგრამ ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ მიდის ვადამდელ არჩევნებზე და არც "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადებას აპირებს, რაც ამ ორგანიზაციის აკრძალვის საფუძველი გახდებოდა. ამას ითხოვენ ყოფილი პოლიტპატიმრები – სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი, რომლებიც საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ, "ნაცების" აქციის პარალელურად. "ნაცმოძრაობის", როგორც კრიმინალური გაერთიანების ალაგმვას, ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში ვითხოვდით. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ დგამს და "ნაცმოძრაობა", მიუხედავად იმისა, რომ მისი მაქსიმალური რეიტინგი 15-20 პროცენტს არ სცდება, ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის წყაროდ რჩება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება საქართველოს საგარეო–პოლიტიკური ინტერესების სწორად გააზრებას. "ნაცები" კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საზოგადოებაში ამ თემაზე სერიოზული მსჯელობის გამართვას, თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფი მასმედის საშუალებით ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ აქცევენ ნებისმიერს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავს და არ ეთაყვანება დასავლურ კურსს. დატერორებულია თვით "ქართული ოცნებაც", რომლის ვერც ერთი წარმომადგენელი "ნაცების" წინააღმდეგ ამ საკითხში კრინტსაც ვერ ძრავს. ბატონი გოგი თოფაძე, რომელმაც სათქმელი გასაგებად თქვა და შემდეგ არც "ნაცების" მიერ ატეხილი ისტერიის და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოიკაკვა, საოცარ გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ და ამ პიროვნების, მოხევე კაცის, განსაკუთრებულად ვაჟკაცურ ხასიათს უნდა მივაწეროთ.

 

   გარდა ამისა, "ნაცები" გაერივნენ უკრაინის ომში, აქტიური როლი შეასრულეს ბოევიკების ტრანსფერში. რასაკვირველია, და ამაზეც არაერთხელ ვწერდით, რომ ეს მათ გააკეთეს საქართველოზე გათვლით – შესაძლოა, აღნიშნული ბოევიკები სამომავლოდ საქართველოს დესტაბილიზაციისათვის იქნან გამოყენებულნი. უკრაინა გახდა "ნაცების" ბუდე, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა რუსეთისათვის (რუსეთში სასაცილოდ არ ჰყოფნით "ჰალსტუხჭამია" მიშა), სამაგიეროდ საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნისათვის.

 

   "ნაცმოძრაობა" არ არის მოწოდებული, პატიოსანი არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება. იგი მიჩვეულია ძალადობას, არჩევნების შედეგების გაყალბებას და ყოველივე იმ "სიკეთეებს", რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცის. თითქოს ეს უნდა იყოს კიდეც საბაბი იმისა, რომ ხელისუფლებამ ყური უგდოს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს და "ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივ ორგანიზაციად სცნოს. მაგრამ რეალურად, გარდა იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დასავლეთის შიშით ვერ გადადგამს ასეთ ნაბიჯს, მას "ნაცმოძრაობის" არსებობა აწყობს კიდეც.

 

   ამის მიზეზია ის დიდი სიძულვილი, რომელიც ხალხში არის დაბუდებული სააკაშვილისა და მისი დამქაშების მიმართ. რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს ხალხი "ქართული ოცნებით", შეუძლებელია, დავიწყებას იქნას მიცემული სააკაშვილის რეჟმის მიერ ჩადენილი უმძიმესი, არაადამიანური დანაშაულობები. თანაც, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რუსული ბაზრის ჩაკეტვის გამო, ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება სუფევდა, ვიდრე დღეს არის.

 

   შესაბამისად, ძალიან რთულია, "ნაციონალების" ამომრჩეველი გახდეს ის ხალხი, რომელმაც 2012 წელს ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა. ასეთები, შეიძლება, რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი კაცი აღმოჩნდეს. "ნაცების" მიმართ ხალხის სიძულვილი, აგრეთვე "გაწეწილი" ბიზნესმენების შიში უახლოესი წარსულისადმი წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების დაკარგვა არ ემუქრება. ეს მით უფრო, რომ ყბადაღებული "მესამე ძალა" ვერა და ვერ ჩამოყალიბდა...

 

   21 მარტის დემონსტრაციაზე ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობის გამოსახატად ყველაზე ხშირად ეპითეტი "უნიათო" გამოიყენებოდა. ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობა" იმას საყვედურობს ხელისუფლებას, რომ იგი დღეს ისეთივე ძალისმიერი მეთოდებით არ მოქმედებს, როგორც "ნაცური" ხელისუფლება მოქმედებდა, მათ შორის, ოპოზიციის მიმართ. დიახ, "უნიათო ქოცები" არ არიან ის ტიპაჟები, რომლებიც გადამჭრელ ზომებს მიიღებენ. მაგრამ ვერც "ნაცები" დაიბრუნებენ ხალხის სიმპათიებს. ამიტომ, "გ-ნაცი" და "ქ-ოცი" ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ძალებად რჩებიან, რომლებსაც ამავე დროს, ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ.

 

   კარგია ეს თუ ცუდი? რა თქმა უნდა, ცუდი. მაგრამ, მეორეს მხრივ, შეიძლება, ჩვენ, საზოგადოებამ, არ დავიმსახურეთ "უნაცო" ცხოვრება. ყოველ დღე უნდა გვახსენებდნენ თავს დამნაშავე პარტიის ბელადები, რათა მომავალში არ დავუშვათ მსგავსი სიმახინჯის მოსვლა ხელისუფლებაში – თუკი ამომრჩეველმა ერთხელ აირჩია ისინი, რა გარანტიაა, რომ მსგავსთ მომავალში კიდევ არ აირჩევს? შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაზე უარის თქმა ნაწილობრივ მაინც არის გამართლებული.

 

 გულბაათ რცხილაძე 

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Wonderful beat ! I wish to apprentice whilst you amend your web site, how could i subscribe for a blog web site? The account helped me a acceptable deal. I were tiny bit acquainted of this your broadcast offered brilliant clear idea casino en ligne This article offers clear idea in support of the new users of blogging, that actually how to do blogging. casino en ligne What's up Dear, are you actually visiting this web page regularly, if so then you will absolutely take nice know-how. casino en ligne We're a group of volunteers and opening a new scheme in our community. Your site provided us with valuable info to work on. You've done an impressive job and our whole community will be grateful to you. casino en ligne A fascinating discussion is definitely worth comment. I do believe that you should publish more on this subject matter, it might not be a taboo matter but usually people don't talk about such subjects. To the next! Many thanks!! casino en ligne Very energetic article, I enjoyed that bit. Will there be a part 2? casino en ligne Hi friends, its wonderful post concerning teachingand entirely explained, keep it up all the time. casino en ligne First off I want to say wonderful blog! I had a quick question in which I'd like to ask if you don't mind. I was interested to find out how you center yourself and clear your thoughts prior to writing. I have had a tough time clearing my thoughts in getting my ideas out there. I do take pleasure in writing but it just seems like the first 10 to 15 minutes are wasted simply just trying to figure out how to begin. Any recommendations or hints? Cheers! casino en ligne Admiring the hard work you put into your site and in depth information you provide. It's awesome to come across a blog every once in a while that isn't the same out of date rehashed material. Wonderful read! I've saved your site and I'm adding your RSS feeds to my Google account. casino en ligne WOW just what I was searching for. Came here by searching for sss casino en ligne

Facebook კომენტარები: