ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ვალერი ხაბურძანია: პროკურატურა ხელისუფლების სუსტი რგოლია

ვალერი ხაბურძანია: პროკურატურა ხელისუფლების  სუსტი რგოლია

მთავარი პროკურატურის საქმიანობას "არაეფექტურს" უწოდებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი უსუსტესი რგოლია. "როდესაც აღმოაჩენ სააკაშვილის ანგარიშებს; მისი ძმის ქონებას კიევში, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონის ტოლი გახდა; როდესაც აღმოაჩენ კეზერაშვილი ქონებას, რომელიც მართლაც ცალ-ცალი კალოშით დადიოდა თბილისში, დღეს კი მილიარდერია - ამ დროს პროკურატურა ვერაფერს აკეთებს. ვიცი რატომაც, იმიტომ, რომ პროკურატურა, რომელიც მუშაობდა წინა ხელისუფლებაზე, ახლა მუშაობს ახალ ხელისუფლებაზე. ეს ხალხი ემსახურება ძალაუფლებას და არა კანონს. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ყველა პროკურორი უნდა გაეშვათ სახლში. ახლა უკვე მათი გაშვება ძნელია - როცა შენ გამოიყენე ეს პროკურორები, ახლა ვეღარ გაუშვებ", - განაცხადა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვალერი ხაბურძანიამ.

ხაბურძანიამ პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ დადებულ დასკვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართლებრივად ამ დასკვნას არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

"ეს არის პროკურატურის მორიგი  პიარაქცია. უმჯობესია, მთავრობას ესწავლა პიარი, პროკურატურას პიარი არ უნდა სჭირდებოდეს. მრჩეველთა ეს ჯგუფი შესაძლოა, ავტორიტეტული ხალხისგან შედგება, მაგრამ ისინი დღეს ვიღაცისთვის აღარ არიან ავტორიტეტული. სამართლებრივად ამ დასკვნას არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. ეს არის პროკურატურის მხრიდან "გაპრავება" თავისი საქმიანობის. ამ დასკვნით სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობას ხელი არაფერში შეეშლება", - აღნიშნა ხაბურძანიამ.


 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: