დავით ზურაბიშვილი:საინტერესო ტენდენციას დავაკვირდი ქართულ პოლიტიკაში

დავით ზურაბიშვილი:საინტერესო ტენდენციას დავაკვირდი ქართულ პოლიტიკაში

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს facebook-ის საკუთარ  გვერდზე ეხმაურება.

 
ზურაბიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით ბრალდება "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკურ პარტიას" ნაცმოზრაობასთან თანამშრომლობა, მაშინ როდესაც მსგავსი ეჭვი მურმან დუმბაზეზე არ გაჩენილა.

"ერთ საინტერესო ტენდენციას დავაკვირდი ქართულ პოლიტიკაში.მურმან დუმბაძე ნაცმოძრაობის დეპუტატებთან ერთად დაუპირისპირდა აჭარის მთავრობას, ღიად მხარს უჭერს ნაცმოძრაობის მიერ მთავრობის გადაყენების მცდელობას, მაგრამ მასზე კაციშვილი არ ამბობს, ნაცებთან შეკრულიაო.

თავისუფალი დემოკრატები არც აჭარის უზენაეს საბჭოში და არც საქართველოს პარლამენტში არ უჭერენ მხარს ნაცმოძრაობის ინიციატივებს, მუდამ ხმამაღლა ემიჯნებიან მათ, მაგრამ მაინც სულ ეჭვმიტანილები არიან ნაცმოძრაობასთან ფარულ ალიანსში.

ხოლო ჩვენ, რესპუბლიკელები, ხელისუფლებაში კი ვითვლებით, მაგრამ თან ნაცმოძრაობასთან, მურმან დუმბაძესთან, თავისუფალ დემოკრატებთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთანაც კი ფარულ ალიანსში ვართ მუდმივად ეჭვმიტანილები. მიყვარს რა ჩემი ქვეყანა" - წერს დავით ზურაბიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: