გაგი მოსიაშვილი: გამოძიებამ იური ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი მეორე დნმ-ის მფლობელის მკვლელობასთან კავშირი გამორიცხა
იური ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი მეორე დნმ-ის მფლობელი ქალის კავშირი მკვლელობასთან გამოირიცხა. მოსიაშვილმა ასევე ყურადრება გაამახვილა საფლავზე აღმოჩენილი მესამე დნმ-ის კვალზე და განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის ეკუთვნის იგი, მაგრამ აღნიშნული მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.
იური ვაზაგაშვილის ადვოკატები საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში მისვლას დღეს გეგმავენ.
"ფილაზე აღმოჩენილი დნმ-ის ირგვლივ გამოძიებამ ეფექტურად იმუშავა და გამოირიცხა ფილაზე აღმოჩენილი დნმ-ს მფლობელი პირის კავშირი იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა. რაც შეეხება სხვა სახის დნმ-ს კვალს, რომელიც ასევე დღეის მდგომარეობით გამოძიების ინტერესის სფეროში არის მოქცეული, ამ პირის იდენტიფიცირებისათვის გამოძიება საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.