გია ვოლსკი: IRI-ის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია

გია ვოლსკი: IRI-ის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია

დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ IRI-ის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია.

"ორგანიზაციებმა, რომლებიც IRI-ის და NDI-ის კვლევებში მონაწილეობენ, საზოგადოების დიდი სიმპათია და ნდობა ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც გამოქვეყნდა, გვექნება საშუალება იმისა, შევაფასოთ. აქ მარტო ნდობის თემა არ არის. საჭიროა ჩაღრმავებული ანალიზი. პირველადი მონაცემები, რომელსაც გუშინ გავეცანი, დაფიქრების საფუძველს იძლევა. "ქართული ოცნება" წინ არის, რაც მოსალოდნელი იყო. ნდობა მის მიმართ მაღალია და იმ პრობლემების შეფასება, რაც გუშინ წარმოადგინეს, საინტერესოა. კვლევები დაემთხვა ლარის მძლავრი რყევის პერიოდს და რასაკვირველია, ამან გავლენა მოახდინა. საუბარია ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ საკითხებზე - კვლევა ცუდ ფონზე ჩატარდა", - განაცხადა ვოლსკიმ.


გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: