ლაშა ამირეჯიბი: ბოკერიასი არ იყოს, გააჩერეთ ის გიჟი და შეიფერეთ ბიძინას ლოიალობა!
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციზე, ბიძინა ივანიშვილისა და „ნაციონალების“ ურთიერთობაზე „ივერიონს“ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს ლაშა ამირეჯიბი.
ნაცების დაღმასვლის ტემპმა იმატა. მათმა ლიდერებმა აშკარა დეკლასიფიკაცია განიცადეს - ოპონირებას ვინ ჩივის, ლანძღვაც უარგუმენტოდ დაიწყეს. თუმცა, დემაგოგიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მოწინააღმდეგე მუდმივად თავის მართლების რეჟიმში გყავდეს. რაც შეიძლება ბევრი დააბრალე. თუ მის ქმედებების 90%-ი არგუმენტირებულია, გამოძებნე ის დანარჩენი 10%-ი და მათზე გაამახვილე ყურადღება!
ბიუჯეტის ყოფილმა მჭამელებმა შექმენით ანტიკორუფციული ცენტრები, სიცრუის და ძალადობის ფუძემდებლებმა სხვას დააბრალეთ ჯაყოობა. ისე ირმა ნადირაშვილის მიკვირს, სააკაშვილისნაირი პერსონაჟი გყავდეს და ჯაყოობას სხვას აბრალებდე?
ქალებ-კაცებიანად, მთელი სასტავით დაუწექით სააკაშვილს და გიკვირთ, რომ ხალხმა „ცოცხგარჭობილობის“ ხანაში დაბრუნება არ ისურვა და მიტინგზე არ მოვიდა?! ეგრე არ არის. თუ ქ-ნი ირმა მობეზრებული ინტონაციით და დაყენებული სახით ბრძანებს: რა ცოცხები! როგორ გეკადრებათ! რომელ ცოცხებზე ლაპარაკობთ?! თქვენს მიერ ჯაყოდ მოხსენიებული ივანიშვილი რომ არა, დიდი ალბათობით ან თქვენ და თქვენ მოაზრეებს ხალხის რისხვა თავს დაატყდებოდა, ან ისევ უშველებელი სისხლის გუბეებში მოგვიწევდა „ცხოვრება“!
„ჯაყოს“ ბრალია ის, რომ თქვენ და თქვენნაირები კვლავ პარლამენტში მოხვდით, აკლებული გაქვთ იქაურობა, პატრონი კი არ გამოჩნდა თქვენს დასადუმებლად!
გირცევთ: აამოქმედეთ დარჩენილი გონება თქვე უმადურებო! იმ „ჯაყომ“ არ გადაარჩინა უამრავი ქართული ოჯახი გნებავთ 90-იან წლებში და გნებავთ 2012 წელს, როცა არჩევნები მარტომ მოგიგოთ!
თუ რამე ბრალი მიუძღვის ქართველების წინაშე ბიძინა ივანიშვილს ეს ისაა, რომ დაგინდოთ და მუსრი არ გაგავლოთ ბოლომდე, არ ამოგძირკვათ სამუდამოდ. რომ არა ეგ თქვენი ვითომცდა „დემოკრატი“ ფარჩაკი ნორლანდი, დღეს თქვენ „ნაციონალები“, დამნაშავეები და ქართველი ერის მოძულეეები, არ იარსებებდით და თქვენს წკმუტსაც ვერ გაიგონებდა ხალხი!
აი ამაში კი მართლაც დამნაშავეა ბიძინა: უბეში გამთბარმა გველმა თავი წამოწია! ჩვენდა სამწუხაროდ „დემოკრატ “ნორლანდს ანგარიში გაუწია, ამიტომაც განუწყვეტლივ იყეფებით პარლამენტის კედლებში! თუმცა, ძაღლი ჰყეფს, ქარავანი კი მშვიდად მიდის!
ჩემო ირმა, ერთი ამბავი უნდა გაგიმხილოთ, რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გაიგებდა. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აზრადაც არ მოგსვლიათ, რომ გემკურნალათ ც-გეპატიტით დაავადებული ავანდმყოფებისთვის. პირიქით, ციხეებში ალპობდით ავადმყოფ პატიმრებს... არადა, სულ მაგას გაიძახით, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო! დღეს ე.წ. „სვაბოდაზე“ კი არა ციხე-კოლონიებში მკურნალობენ ც-გეპატიტს და საკმაოდ ბევრი პატიმარი განიკურნა ამ დაავადებისგან.
ეს ის ხალხი არ არის ხელკეტებზე ჩამოცმული პრეზერვატივებით რომ აუპატიურებდით!!! იმ ბიჭების ლანდს ცხოვრებაში მოჩვენებად გაიყოლიებთ, სანამ თქვენს ცოდვებს არ მოინანიებთ.
ც-ჰეპატიტის პროგრამის დიდი ფინანსური წილი ბ-მა ბიძინამ გაიღო, არც არავისთვის უთქვამს და ვერც გაიგებდით. თქვენი ჰაბიტუსის მქონე ადამიანმა გამოთვლებიც კარგად უნდა იცოდეს. დაჯექით და დათვალეთ, რამდენი ადამიანია ც-ჰეპატიტით დაავადებული ქვეყანაში, შემდეგ დაადგინეთ, თუ რა ღირს წამალი, რითაც იკურნება ავადმყოფი. ისიც გეცოდინება, რომ წამალი ძალზედ ძვირადღირებულია და მარტო დავით სერგიენკოს სამინისტრო ამ თანხებს ვერ გასწვდებოდა. ეს რომ გაამხილოთ, სიმართლის მთქმელი გახდებით. მაშინ ნაცებში რაღა გინდათ. ამიტომ არ მაქვს იმის იმედი, რომ ამ წერილის საკითხვის შემდეგ აზრს შეიცვლით!
ისე კი იცოდეთ, რომ ეს ის „ჯაყოა“, რომელიც 5-7 წელიწადში ც-ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს გაჰკურნავს.
დაბოლოს: კიდევ ერთხელ მინდა დავსვა კითხვა: რომელია ჯაყო, მიშა სააკა თუ ბიძინა? მსოფლიოს რომელმა ანახა შიში, აღვირახსნილობა, სისხლის მონატრება. რომელ თვალებს უნდა უნათებდეს „შუქურა“: დასავლეთის თუ საკუთარი ხალხის?
მართლა გგონიათ, რომ ხალხი ამ „შუქურას“ ხელმეორედ „გაანათებინებს“ საკუთარ ყოფას?
ბოკერიასი არ იყოს, გააჩერეთ ის გიჟი და ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო ინოვაცია მოიფიქრეთ. გაამართლეთ ბიძინას ლოიალობა! თორემ შორს არაა, თქვენივე ტერმინს მოვიხმარ, თქვენი ჩარეცხვის დრო. „გააჯაყოვეთ“ სააკაშვილი და ნუ მისტირით ვანოს, ვანოს კისერზე ბევრი უდანაშაულო ყმაწვილის სული ჰკიდია!!