მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას ბრალდებებს პასუხობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი კითხვას, დაურეკა თუ არა ირაკლი ალასანიას საფრანგეთში, არ პასუხობს.
მინდია ჯანელიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს.
ირაკლი ალასანია კი მინდია ჯანელიძის მიერ კითხვის უპასუხოდ დატოვებას "სამწუხაროდ" აფასებს.
"ის არ არის და არც იყო გადაწყვეტილების მიმღები. ის იყო ჩემთვის ინფორმაციის მომწოდებელი. მისი მხრიდან ამ ფაქტის უარყოფა მეტყველებს, რომ ის არ გრძნობს თავს კომფორტულად," - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" დაადასტურა, რომ პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს, მას დღევანდელი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ურეკავდა და ეუბნებოდა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისათვის.