რომელი მინისტრის მუშაობით არის ღარიბაშვილი უკმაყოფილო?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიასთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება, ამ ეტაპზე არ იგეგმება არც ერთი მინისტრის გადახედვა ან გათავისუფლება.
"საოცარია ამდენი სპეკულაციები მედიაში. მე მესმის, რომ ასეთი სენსაციური ინფორმაცია უფრო გაინტერესებთ ჟურნალისტებს. მე ამ სენსაციას არ გპირდებით უალოხეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის.
"რომ გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი, არ იქნება გულწრფელი ნათქვამი. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ უფრო მეტს. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და იგივე მოწოდება მაქვს მინისტრებთან. მინისტრებს მოვუწოდებთ, რომ მეტი ინიაიცტივა აიღონ, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ხალხისთვის. ამ ეტაპზე მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.