ნოდარ ხადური: პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ნამდვილად არ იქცევიან ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ე.წ კაბელების საქმის ექსპერტზე ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ნამდვილად არ იქცევიან ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
"ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სიმართლე დადგინდეს, ამიტომ, მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს გარკვეული პროცესების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანისგან. დღეს, საქართველოს პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ნამდვილად არ იქცევიან ისე, როგორც ეს ხდებოდა ადრე", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტ ავთანდილ გუნთიაშვილზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია უარყო პროკურატურამ.