მაია ფანჯიკიძე: მინდია ჯანელიძე არასანდო ადამიანია!
"თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე არასანდო ადამიანია და მისი არც-ერთი სიტყვის არ მჯერა", განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
"ჯანელიძე არის არასანდო ადამიანი, რომელმაც დილას თქვა, რომ არ დაურეკავს ირაკლი ალასანიასთან, საღამოს თქვა, რომ დარეკა, მაგრამ რაღაც სხვაზე იყო ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, მე მისი არცერთი სიტყვის არ მჯერა, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მან დაურეკა ირაკლი ალასანიას და არ უნდოდა, მიეცა საშუალება, განეხორციელებინა ის საქმე, რისთვისაც იყო ჩასული პარიზში,"-განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის: თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" დაადასტურა, რომ პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს, მას თავდაცვის დღევანდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისათვის. ირაკლი ალასანიას ამ განცხადებას მინდია ჯანელიძემ უპასუხისმგებლო უწოდა.