ოთხ პირს, რომლებიც მღვდლებად ასაღებდნენ თავს, დღეს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ
თაღლითობისთვის დაკავებულ ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით, საელჩოებში მღვდლებად ეცნობდნენ, აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ.
ისინი სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველოში გერმანიის საელჩოში ვიზის მიღების მიზნით ყალბი ცნობები წარადგინეს, თითქოს ისინი სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები იყვნენ და ყოველთვიური შემოსავალი, შემოწირულობის სახით, 1300 ლარამდე ჰქონდათ.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.