დავით საგანელიძე უმრავლესოაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ოპონენტებს და გარკვეულ ორგანიზაციებს სურთ, რომ უმრავლესობაში დაპირისრპირებამოხდეს, საგანელიძე უმრავლესოაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს.
"როგორც წინა მმართველობის დროს ყველა ავტომატურად იმეორებდა იმას, რასაც ქვეყანაში ერთი კაცი ამბობდა, ასეთი უმრავლესობა ღმერთმა არ ქნას, რომ ქვეყანაში იყოს. აზრთა სხვადასხვაობა რომ არის, ეს ჩვენი სიძლიერეა და თუ მივდივართ კონსენსუსამდე, ძალიან კარგი, თუ განსხვავებული პოზიცია დასტურდება, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ", - განაცხადა დავით საგანელიძემ.