მაია მწარიაშვილი: ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება 2013 წლის დასაწყისში დავიწყეთ!

მაია მწარიაშვილი: ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება 2013 წლის დასაწყისში დავიწყეთ!

თბილისის ყოფილიმთავარიპროკურორი, მაია მწარიაშვილიაცხადებს, რომ ბესო ზარძიანის სამისგამოძიება, ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში დაიწყეს, აღნიშნულზე მწარიაშვილმა "მაესტროს" ეთერში ისაუბრა.


"ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება 2013 წლის დასაწყისში დავიწყეთ. ჩემს წარმოებაში ეს საქმე გახლდათ ორი- სამი თვის განმავლობაში, მაგრამ იმ საქმეების პარალელურად რაზეც გამოძიებას ვაწარმოებდით, ხარძიანის საქმეზეც აქტიურად ვმუშაობდით.

როდესაც მე თბილისის მთავარ პროკურატურაში გადავედი, ხარძიანის საქმე საგამოძიებო ნაწილში დარჩა. თეორიულად ამ საქმეს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებდა, თუ ახლა ხარძიანის საქმეს ახლადშექმნილი დეპარტამენტი იძიებს ინფორმაციას არ ვფლობ."- განაცხადა მწარიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: