გია ხუხაშვილი: ჰქონდა მთავრობას შანსი, რომ ასეთი ინფანტილური საქციელისთვის თავი აერიდებინა
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, გია ხუხაშვილი საქართველოს მთავრობის წევრების პარლამენტში,პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად არგამოცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად კონსტრუქციული იყო ბოლო პერიოდში, მთავრობას ჰქონდა შანსი ინფანტილური საქციელისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ რას იზამ, ეს არის რეალობა.
"ფაქტობრივად ერთადერთი ინსტიტუტია პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად ახდენს დემონსტრირებას დამოუკიდებლობის. პრეზიდენტი მაქსიმალურად კონსტრუქციული იყო ბოლო პერიოდში. ჰქონდა მთავრობას შანსი, რომ ასეთი ინფანტილური საქციელისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ რას იზამ, ეს არის რეალობა. ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში, აკნინებს მთავრობას", - განაცხადა ხუხაშვილმა.