ირაკლი ალასანია: უდანაშაულო კაცი კიდევ 2 კვირა უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში - ეს აუტანელია!
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ე.წ. "კაბელების საქმის" წინასასამართლო სხდომის განხილვის დასრულების შემდეგ, ყოფილი თანამშრომლების წინააღმდებ აღძრული საქმე, სადაც ისინი ბრადებელები არიან განაცხადა, რომ "კაბელების საქმე" ქვეყნის იმიჯისთვის და უსაფრთოხებისთვის დამაზაიანებელია.
"ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროა, იმ ადამიანებისთვის ვინც სიმართლეს ვეძებთ, რომ 5 უდანაშაულო კაცი კიდევ 2 კვირა უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. ეს არის აუტანელი და ყველასთვის მძიმე.
ეს არის ჩრდილოკორეის საუკეთესო ტრადიციებში გაკეთებული, რომ საქმე ზოგადად რაღაცაზე გახსნიალია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს, მაშინ მიაწებებენ ამა თუ იმ გვარს. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელია, ძალიან დამაზიანებელი ასეთი სტილით საქმის წარმოება"- განაცხადა ალასანიამ.