დავით უსუფაშვილ:სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ მძიმეა

დავით უსუფაშვილ:სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ მძიმეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიში საკმაოდ მძიმეა.


"ანგარიში, როგორც ყოველთვის საკმაოდ დიდი და მძიმეა, მასში საკმაოდ სერიოზული მნიშვნელოვანი საკითხებია შესული. აპრილის ბოლომდე ყველა კომიტეტმა და ფრაქციამ, ვისაც აქვს სურვილი დასკვნა უნდა მომზადოს. ჩვენ მაისის შუა რიცხვებამდე ადამიანის უფლებათა კომიტეტს მივცემთ ვადას, იმისთვის, რომ განიხილოს ანგარიში და მოამზადოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ჩვენ შესაძლოა მაისის მეორე ნახევარში ეს თემა გავიაროთ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებული სახალხო დამცველის ანგარიში დაახლოებით 900 გვერდისგან შედგება და 7000 -ზე მეტი განცხადების საფუძველზე არის მომზადებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: