"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს ნომინაციაზე წარადგინეს

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს ნომინაციაზე  წარადგინეს

იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე  "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" ოფიციალურად წარადგინეს

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე ოფიციალურად წარადგინეს.

იუნესკო ორწლიან ვადაში განიხილავს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვკიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხს.

იმ შემთხვევაში თუ ქართული დამწერლობა ოფიციალურად მიიღებს სტატუსს, მაშინ საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის სამი თანაბარად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის" რატიფიცირება 2008 წლის 18 მარტს მოახდინა.

მას შემდეგ, 2008 წელს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ "ქართულ პოლიფონიურ სიმღერას" და შემდგომ, 2013 წელს, "ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს" მიენიჭა.

 

 

 

წყარო: http://gurianews.com/_/left_wide/26533_71_ka/qarTuli_anbanis_sami_saxeobis_cocxali_kultura_iuneskos_nominaciaze.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: