გიორგი ახვლედიანი: დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება დემოკრატიული საარჩევნო სისტემის დაკანონებით იწყება
"გუშინ პარლამენტში ამჯერად უკვე პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობა სასწრაფოდ უნდა გახდეს მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა, რომელშიც ხელისუფლებაც იქნება ჩართული," - განაცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.
"ის, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ნეგატიურ კონტექსტში მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარი გამოეხმაურა, ახვლედიანის განცხადებით, გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ის მაჟორიტარები, რომლებიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ამომრჩეველთა მოსყიდვით ხდებიან დეპუტატები, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში ისევე ვეღარ იხილავენ დეპუტატის სკამებს, როგორც საკუთარ ყურებს. მთავარია, "ქართული ოცნება" დარჩეს ერთგული საკუთარი დაპირებებისა და არ მოირგოს ის უსამართლო საარჩევნო სისტემა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე თავად ხმალამოღებული ებრძოდა.