მანანა კობახიძე: თავდაცვის უწყებისადმი მიდგომა არ შეიძლება იყოს ასეთი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით ე.წ. კაბელების საქმის პოლიტიზირება არასწორია. ამის შესახებ კობახიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
"რაც შეეხება მინდია ჯანელიძეს, თავდაცვის უწყებისადმი მიდგომა არ შეიძლება იყოს ასეთი, ზოგ შემთხვევაში ცინიკური, რაც დავიჭირე ჩემი ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან. არ შეიძლება ასე აგდებულად საუბარი თავდაცვის მინისტრზე და იმ უწყებაზე, რომელზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, უშიშროება, ჩვენი თავდაცვა, მოსახლეობის თავდაცვა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. თითოეულ სიტყვას სჭირდება გაფრთხილება, მით უმეტეს, როდესაც ისეთ დოკუმენტს ეხება საქმე, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, რომელზეც ზედმეტი საჯარო მსჯელობა შეიძლება იყოს ზიანის მომტანი, ეს განცხადება ძალიან მკაფიოდ გააკეთა მინისტრმა", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.