აკაკი მინაშვილმა შოთა ხიზანიშვილს დაპატიმრება უწინასწარმეტყველა

აკაკი მინაშვილმა შოთა ხიზანიშვილს დაპატიმრება უწინასწარმეტყველა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ამჟამად ვიცე-მერის შოთა ხიზანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ადასტურებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.


აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ვინც კი პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე, ყველა დააპატიმრეს. ჩემი აზრით, მოსალონდელია შოთა ხიზანიშვილის დაპატიმრებაც“.


„თუ დაკავებები ასე გაგრძელდა და ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღო, მე ვფიქრობ რომ ქართული საზოგადოებამ საჯარო პროტესტის გამოხატვა უნდა დაიწყოს“, - განაცხადა „ნაცინალური მოძრაობის“ ლიდერმა ნუგზარ  წიკლაურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: