პაატა ზაქარეიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებია საჭირო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს.
"ევროკავშირი ცალსახად და მკაფიოდ მოითხოვს, რომ ბოლოსდაბოლოს ჩვენ შევიტანოთ ცვლილებები კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
არსებობს მოსაზრებები და რაღაც ჭორები, თითქოს ეს რუსეთის ინტერესებითაა და ეს ასე არ არის. ეს სწორედ ევროკაშირის მოთხოვნაა. ამაზე იყო საუბარი, თუ რა უშლის ხელს კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც ჩემი სამინისტროს მხრიდა, ორი წლის წინ იყო ინიცირებული და ბრიუსელიდან იქნებ მაინც გაიგოს პარლამენტმა, რომ საჭიროა ამის განხორციელება, მოვუწოდებ, რომ დროზე განხორციელდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.