ირაკლი შოთაძე: ჩვენ უკვე ვიცით, სად ვეძებოთ ხარძიანის მკვლელობაზე მტკიცებულებები
მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეში პროკურატურას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს მოპოვებული.
"პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ფლობს დიდ ინფორმაციას. ჩვენ უკვე ვიცით, სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და შესაბამისი მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები დაისაჯონ", - განაცხადა შოთაძემ "მაესტროს" ეთერში.