ეკა ბესელია: საჰაერო შეიარაღების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გაუმართლებელია

ეკა ბესელია: საჰაერო შეიარაღების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გაუმართლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის საპასუხოდ განაცხადა.

 

ბესელიას თქმით, საკითხი, რომელიც ალასანიამ დააყენა საჯაროდ განსახილველი არ არის:

"არ მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს იმას, რომ პოლიტიკური მოტივაცია და პარტიული ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დადგეს და საჯაროდ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისაუბროს იმ თემებზე, რომელიც საჯაროდ საუბრის თემა არ არის", - განაცხადა ბესელიამ.


საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე.

"საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ათქმევინა საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, იმიტომ რომ მათ არადსროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არ ჰქონიათ სოლიდარობა ქართულ ჯართან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: