ფილიპ გორდონი ერთგულების დასამტკიცებლად ჩამოვიდა
"მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ეს კარგი შესაძლებლობაა ახალ მთავრობასთან შესახვედრად", - აღნიშნა ფილიპ გორდონმასაქართველოში ჩამოსვლისას.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. ამერიკის საელჩოს განცხადებით, ამ შეხვედრებით კიდევ ერთხელ გამყარდება აზრი, რომ აშშ-ი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ერთგულია. „ეს ერთგულება გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. 14:00 საათზე ფილიპ გორდონი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ხოლო 17:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდება.